დონეცკის „შახტარმა“ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მარჯვენა მცველ გიორგი გოჩოლეიშვილთან კონტრაქტი უკვე გააფორმა. ამაზე წერს უკრაინული გამოცემა ua-football.com.
„გოჩოლეიშვილსა და „შახტარს“ შორის კონტრაქტი გაფორმებულია. დონეცკელები ფეხბურთელს განაცხადში გაზაფხულისთვის შეიყვანენ. ქართველი მოთამაშის შეძენა ზაფხულში „დნიპრო 1“-საც სურდა, მაგრამ ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა“, – წერენ უკრაინელები.
გოჩოლეიშვილს 4 მატჩი აქვს ჩატარებული საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში. Transfermarkt 21 წლის ქართველ ფეხბურთელს 600 ათას ევროდ აფასებს.
GIPHY App Key not set. Please check settings