ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ზედიზედ მესამე ტურნირის მოგებასთან არის ახლოს. ვალენსიას ტურნირზე ერთეულთა თანრიგში განცდილი მარცხის შემდეგ, გორგოძემ მის ბრაზილიელ მეწყვილე ლაურა პიგოსთან ერთად, ნახევარფინალში გააღწია. ქართულ-ბრაზილიურმა წყვილმა მეოთხედფინალურ სტადიაზე ბერძნულ-ბრიტანული წყვილის სარა გრეი და დესპინა პაპამიჩაილი 2 სეტში 6:4;6:3 დაამარცხა.
ნახევარფინალში გორგოძის და პიგოსის მეტოქე ესპანეთისა და ჩილეს წარმომადგენლები კავაე რეიმერსი და დანიელა სეგუელსი იქნებიან.
შეგახსენებთ, რომ გორგოძეს წყვილთა თანრიგში ზედიზედ 2 ტურნირი აქვს მოგებული. ეკომ ჯერ გერმანიის ქალაქ კარლსრუეში 115-ათასიან შეჯიბრზე რუმინელ ირინა ბარასთან ერთად იმარჯვა, გასულ კვირას კი ვალენსიაში გამართულ კიდევ ერთ 80-ათასიან ტურნირზე ბელგიელ ისალინ ბონავენტურესთან ერთად გაჩემპიონდა.
GIPHY App Key not set. Please check settings