29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ზედიზედ მესამე ტურნირის მოგებასთან ერთ ნაბიჯშია. ვალენსიას ტურნირის წყვილთა თანრიგში გორგოძე ბრაზილიელ ლაურა პიგოსთან ერთად ფინალში გავიდა.
გორგოძემ და პიგოსმა, რომლებიც ტურნირზე პირველ ნომრად არიან განთესილი, ნახევარფინალში ესპანელი ივონ კამალე-რეიმერსი და ჩილელი დანიელა სეგუელი 6:4, 6:3 დაამარცხეს.
ფინალში ქართულ-ბრაზილიური წყვილი ესპანელ ალიონა ბოლშოვას და ვენესუელელ ანდრეა გამიზს შეხვდება.
გორგოძეს წყვილთა თანრიგში ზედიზედ 2 ტურნირი აქვს მოგებული. ეკომ ჯერ გერმანიის ქალაქ კარლსრუეში 115-ათასიან შეჯიბრზე რუმინელ ირინა ბარასთან ერთად იმარჯვა, გასულ კვირას კი ვალენსიაში გამართულ კიდევ ერთ 80-ათასიან ტურნირზე ბელგიელ ისალინ ბონავენტურესთან ერთად გაჩემპიონდა.
GIPHY App Key not set. Please check settings