in

“გოლდენ სტეიტმა” სტეფის გარეშე მოიგო, მამუს კვლავ არ უთამაშია

გამთენიისას, ნბა-ში 3 მატჩი გაიმართა და სამივე ძალზე საინტერესო გამოდგა. შობის პერიოდმა კალენდრის შეთხლება გამოიწვია და ამით აიხსნება მატჩების სიმწირე.

“ბოსტონმა” “მილუოკის” უმასპინძლა და 139:118 დაამარცხა. შესანიშნავი მატჩი ჰქონდა ჯეისონ ტეიტუმს, 41 ქულით 7 მოხსნითა და 5 ასისტით. იანისმა 27 ქულა მოაგროვა.

მოქმედმა ჩემპიონმა, “გოლდენ სტეიტმა” კი უპირობო ლიდერის, სტეფ კარის არყოფნაში “მემფისს” 123:109 სძლია. გუნდს კვლავ ჯორდან პულმა, 32 ქულით ულიდერა. შესანიშნავი იყო ჯა მორანტი – 36 ქულა, 7 მოხსნა და 8 ასისტი, მაგრამ მაინც დამარცხდა.

რამდენიმე წუთისწინ დასრულდა “დენვერისა” და “ფინიქსის” მატჩი, რომელიც 128:125 (ოტ) დასრულდა. გასაოცარი იყო ნიკოლა იოკიჩი – 41 ქულა 15 მოხსნა და 15 ასისტი!

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

“ალ ნასრის” სპორტული დირექტორი: ვერც გიდასტურებთ და ვერც უარს ვიტყვი

დღეს პრემიერ ლიგა ბრუნდება!