in

გოგლიჩიძე ინტერთან შეცვლაზე შევიდა, ჩაკვეს არ უთამაშია – ლეგიონერები

საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ „ინტერს“ ესტუმრა და ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერთან 1:3 დამარცხდა.
ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა, თუმცა მოედანზე 66-ე წუთზე შევიდა, როდესაც ანგარიში 1:0 იყო.
„ინტერის” დანარჩენ ორ გოლში გოგლიჩიძეს ბრალი არ მიუძღვოდა.
შეფასებები: Flashscore – 6.0; Sofascore – 6.2; Whoscored – 6.2.

სერია B-ში მნიშვნელოვანი მატჩი გამართა ლუკა ლოჩოშვილის „სალერნიტანამ“, რომელმაც „რეჯანას“ უმასპინძლა და დაძაბული შეხვედრა მხოლოდ ბოლო წამებზე გატანილი გოლით მოიგო – 2:1.
ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 7.1 ქულა მიიღო.

გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ სტუმრად „მოდენასთან“ ქულა გადაარჩინა – 1:1. ქართველი თავდამსხმელი მოედანზე 78-ე წუთზე გამოჩნდა. შეფასება – 6.1.

ირანის სუპერთასზე გიორგი გველესიანის „პერსეპოლისი“ შინ „სეპაჰანთან“ 0:1 დამარცხდა. გველესიანმა შეუცვლელად ითამაშა.

საბერძნეთში, „პანეტოლიკოსმა 1:0 მოუგო ლევან შენგელიას ოფი-ს. ქართველმა ფეხბურთელმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა. შეფასება – 6.5.

შვეიცარიაში, „ლუგანოსა“ და „ბაზელის“ მატჩი 2:2 დასულდა. სტუმართა შორის გაბრიელ სიგუამ 79-ე წუთიდან ითამაშა. შეფასება – 6.2.

ჩემპიონშიფში „უოტფორდმა“ სტუმრად 2:0 მოუგო „დერბის“,
გიორგი ჩაკვეტაძეს კუნთის ტრავმის გამო არ უთამაშია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდამ არ გაუშვა და ვალენსიამ მოიგო

პსჟ ხვიჩასთან ერთად მეტს მიაღწევს, ვიდრე მესისთან, ნეიმართან, ზლატანთან… შოთა კვარას გაბრწყინებას ელოდება