in

გოგა ისეთი ვეღარ იყო: 3 ქულა და წაგება

NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და ითამაშა გოგა ბითაძის „ინდიანამაც“. სამწუხაროდ, ქართველი ისეთი ეფექტიანი ვეღარ იყო, როგორც წინა ტურში, როდესაც „დეტროიტთან“ სუპერმატჩი ჩაატარა.

ვიდეო: გოგას ორმაგი დუბლი – ბითაძემ ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ითამაშა

„ინდიანამ “ კი ისევ წააგო, სტუმრად „ფილადელფიასთან“ -106:120.

ბითაძემ საკმაოდ, 21:53 წუთი ითამაშა. 2-ჯერ ისროლა თამაშიდან (1 სამქულიანი და 1 ორქულიანი) და ორივეჯერ უშედეგოდ, საჯარიმოს ხაზთან კი 4-ჯერ დადგა და 3 ბურთი ჩააგდო. შესაბამისად, მის ანგარიშზე 3 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარებაა. აღსანიშნავია, რომ მას ბურთი არ დაუკარგავს და 3-ჯერ დაჯარიმდა.

„ინდიანა პეისერსი“ მომდევნო შეხვედრას 27 ოქტომბერს „ჩიკაგო ბულსის“ წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

TikTok-ზე რეალი ყველაზე პოპულარულია

სპალეტის ხვიჩას დასვენება უნდა, ზოგჯერ მაინც