გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” nba-ში მორიგი შეხვედრა გამართა და “ნიუ იორკ ნიქსი” 111:98 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების ცენტრმა პარკეტზე 9:40 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში 8 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. გოგამ 4-დან 2 სამქულიანი და ერთი ორქულიანი ჩააგდო.
მიმდინარე სეზონში ეს გოგასთვის საუკეტესო შედეგია. მას “მილუოკისთან” 7 ქულა ჰქონდა.
“ინდიანელთაგან” საუკეთესო მაილს ტერნერი იყო, რომელმაც 25 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. კარის ლევერტის ანგარიშზე 21 ქულაა, მალკოლმ ბროგდონმა კი 17 ქულა მიითვალა. დომანტას საბონისმა ამჯერად 10 ქულა იკმარა (პლუს 7 მოხსნა). ნიუ იორკიდან საუკეთესო ბარეტი გახლდათ 23 ქულით, ჯულიუს რენდლის აქტივში კი ორმაგი დუბლია 18 ქულითა და 14 მოხსნით.
3 მოგებითა და 6 მარცხით ბითაძის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. “პეისერსი” მომდევნო მატჩს 6 ნოემბერს, სტუმრად, “პორტლენდთან” ჩაატარებს.
GIPHY App Key not set. Please check settings