in

გოგას 7 ქულა სეზონის პირველ მატჩში

ნბა-ს ახლი სეზონისთვის მოსამზადებელი პირველი მატჩი გამართა გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა. ფლორიდელებმა ნიუ ორლეან პელიკანსს უმასპინძლეს და 122:105 დაამარცხეს.

ūსაქართველოს ნაკრების ცენტრმა 8:30 წუთი ითამაშა და ამ დროში 7 ქულა დააგროვა. ბითაძემ 4 სროლიდან 2 ჩააგდო, აქედან 1 სამქულიანი (2 სამიანი ისროლა). მან ასევე 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. გოგას 4 მოხსნაც ჰქონდა (2 შეტევაში, 2 დაცვაში) და ასევე 2 დაფარებაც.

მეჯიქიდან ყველაზე პროდუქტიული ვენდელ კარტერი გახლდათ, რომელმაც 18 ქულა ჩააგდო. მსოფლიოს ჩემპიონი ვაგნერებიდან სასტარტო ხუთეულში ფრანცი იყო, რომლის აქტივში 9 ქულაა (15 წუთში), მორიტცმა კი “სკამიდან” 14 წუთში 6 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. კოულ ენტონის ანგარიშზე 13 ქულაა, პაოლო ბანკერომ კი 12 ქულა ჩააგდო.

ორლანდო პრესეზონის მომდევნო მატჩს 13 ოქტომბერს, კლივლენდ კავალიერსთან გამართავს, NBA-ს რეგულარული სეზონის პირველი შეხვედრა კი 26 ოქტომბერს, საკუთარ დარბაზში, ჰიუსტონ როკეტსთან ელოდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტაილანდს თბილისში ყოფნა უხარია და წინააღმდეგობას გაგვიწევს: რთულგვარიანი ხვიჩა ნეიმარივითაა

ყოველთვის ყველაფერი კარგად არ მიდის, მაგრამ მომდევნო მატჩებზე უნდა ვიფიქროთ: ვილი სანიოლი ტაილანდთან შანსს ახლებს მისცემს