NBA-ში გუნდებმა უკვე მეორე მატჩები ითამაშეს. გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” “სან ანტონიოს“ უმასპინძლა და ისევ წააგო – 134:137.
ბითაძე შეხვედრაში მეორე მეოთხედიდან ჩაერთო და 18:06 წუთი ითამაშა. მან 8 ქულა მოაგროვა და 1 მოხსნაც (შეტევაში) მიამატა. გოგამ პერიმეტრიდან ბურთი 2-ჯერ უზუსტოდ ესროლა, 2-ქულიანი კი 5-დან 4 ჩააგდო. ასევე 4-ჯერ დაჯარიმდა და ერთხელ ბურთი დაკარგა.
ანგარიშში ჩამორჩენილმა “ინდიანამ“ სხვაობის შემცირება მოახერხა და ბოლო წამებზე გათანაბრებაც შეეძლო, მაგრამ, საბოლოო ჯამში, 3 ქულით დამარცხდა.
მომდევნო შეხვედრას “ინდიანა” 23 ოქტომბერს, გამთენიისას „დეტროიტის“ წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings