in

გმირი წინაპრების სისხლი ჩემშია, საქართველო ჩემშია: ვიომებ იქ, სადაც ჩემს სამშობლოს დავჭირდები – ლაშა ბექაურის წერილი

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ყატარში გამართულ მსოფლიო პირველობაზე ფინალი წააგო თანამემამულე ლუკა მაისურაძესთან. ცოტა ხნის წინ ლაშამ სოცქსელში ემოციური წერილი გამოაქვეყნა:

„მე იმ 300-ის შთამომავალი ვარ! საქართველოს შვილი, იმ გმირი წინაპრების სისხლი ჩემშია ვგრძნობ, ვგრძნობ რომ საქართველო ჩემშია, და ყოველ წამს ბედნიერი ვარ იმით რომ ქართველად დავიბადე, ამისთვის უდიდესი მადლობა უფალს! უდიდესი მადლობა ქართველ ხალხს, უდიდესი მადლობა ჩემს გულწფელ გულშემატკივარს, მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებაც და დამარცხებაც ყველაფერი ეს ღმერთის ნება იყო. მადლობა ღმერთს ქართული იყო ფინალი, და მადლობა ღმერთს დღე ქართული ჰიმნით დასრულდა. ძლიერი მაშინ ვიქნები თუ უფრო ძლიერი ვიქნები ხვალ! და შევძლებ მივიღო მარცხი ისე ვაჟკაცურად როგორც გამარჯვება. ქართველობა რთულია და მიხარია თუ ჩემი საქმით შემიძლია ვიქართველო, შემიძლია სიხარულის ცრემლებით გატიროთ და სახეზე თუნდაც რამოდენიმე წამით ღიმილი მოგანიჭოთ. მიყვარხართ! მიყვარხართ! მიყვარხართ! ვიომებ იქ სადაც ჩემს სამშობლოს დავჭირდები, და კიდევ ერთხელ მიყვარხართ! მადლობა უფალს იმისთვის, რომ მომცა ის რითიც შემიძლია ჩემი სამშობლო ვაამაყო, და ჩემებმა იცოდნენ რომ მათ ყავთ ლაშა ბექაური პატარა და “ყველაზე დიდი ქვეყნიდან”, რომელიც მსოფლიოს აზანზარებს“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სტამბოლი ფინალს ისევ კარგავს: უეფამ პორტუგალიას მიმართა

ვალენსიამ გამარჯვება გამოგლიჯა, მამარდამ გოლი წამოიწყო