in

გიორგი ჭყოიძე: ჩემთვის ყველაზე რთული მატჩი იქნება, რადგან მეგობრების წინააღმდეგ თამაში მომიწევს

პირველი ქართული პროფესიონალური ფრენჩაიზი “შავი ლომი” რაგბი ევროპის სუპერთასზე მეორე მატჩისთვის ემზადება. “შავი ლომი” 23 ოქტომბერს პენზაში “ლოკომოტივს დაუპირისპირდება. პენზელებმა ტურნირზე ორი მატჩი ითამაშეს და კრასნოიარსკის “ენისეისთან” ორივე წააგებს. ქართულმა ფრენჩაიზმა კი, ებრაული “თელავივ ჰითი” ბონუს ქულით დაამარცხა. მომდევნო მატჩის შესახებ, Sport4me.ge პენზას “ლოკომოტივის” და საქართველოს ნაკრების კვაჭს გიორგი ჭყოიძეს ესაუბრა.

“ძალიან რთულ მატჩს ველოდები. გუნდში ყველამ ვიცით, რომ “შავი ლომი” ძალიან ძლიერი შერკინებით გამოირჩევა და სტატიკაში მათ დიდი უპირატესობა ექნებათ. პირადად ჩემთვის კარიერაში ყველაზე რთული თამაში იქნება, რადგან ჩემი მეგობრების წინააღმდეგ მომიწევს თამაში.”-გვითხრა გიორგი ჭყოიძემ

“ლოკომოტივი”-“შავი ლომის” მატჩი 23 ოქტომბერს,თბილისის დროით, 13:30-ზე გაიმართება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოლიმპიური ცეცხლი პეკინშია

განახლებული რეიტინგი:საქართველო 3 საფეხურით დაწინაურდა