გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ ტრავმირებულია, მაგრამ ტრავმის სიმძიმე ჯერ უცნობია, – ინფორმაციას ბელგიური გამოცემა voetbalnieuws ავრცელებს.
„იქნება კი როდესმე გიორგი ჩაკვეტაძე კარგად? 21 წლის ფეხბურთელი, ერთადერთი იყო ქართველებიდან, ვინც „გენტში“ გამორჩეულად ნიჭიერად მიიჩნეოდა და ამ მოლოდინებს ამართლებდა – სანამ ტრავმების სერიამ არ გვაიძულა დავფიქრებულიყავით. ბოლოს ისე ჩანდა, რომ ჩაკვეტაძე, ბოლოს და ბოლოს, ბრუნდებოდა, რადგან სანაკრებო შესვენების დროს მან „გენტის“ ამხანაგურ მატჩებში საკმაოდ დიდი სათამაშო დრო მიიღო. თუმცა, „სტანდარტთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე, „გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰაინ ვანჰეზებრუკმა შემაშფოთებელი ინფორმაცია გაავრცელა ქართველის შესახებ, რომლის ტრანსფერიც ერთი წლის წინ, 9 მილიონ ევროდ შეფასდა, მაგრამ მას შემდეგ მუდმივად მუხლის პრობლემა აწუხებდა“, – წერს გამოცემა.
ჩაკვეტაძე საგრძნობლად გაიაფდა: ქართველი 9-ის ნაცვლად 3.2 მილიონი ღირს
გიორგი ჩაკვეტაძემ ბოლო ოფიციალური მატჩი 2020 წლის ოქტომბერში ჩაატარა.
GIPHY App Key not set. Please check settings