in

გიორგი შოთაძე ევროპის ჩემპიონია: დღეს 5 ფინალი გვაქვს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 23-წლამდელთა ნაკრები ბულგარეთის ქალაქ პლოვდოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულად ასპარეზობს.

გუშინ, ჩვენმა მოჭიდავეებმა სამი მედალი – ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვეს. ევროპის ჩემპიონი გიორგი შოთაძე გახდა, რომელმაც ფინალში აზერბაიჯანელი ზია ბაბაშოვი 3:0 დაამარცხა. ფინალამდე შოთაძემ სომეხი ვლადიმირ ჰაროიანი და თურქი საფა ილდირიმი დაამარცხა.

ფინალში ასარეზობდა დავით სოლოღაშვილიც, მაგრამ იგი ჰასაი ჰასანლისთან დამარცხდა. გიორგი ცოფურაშვილმა კი, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

დღეს, ქართველი მოჭიდავეები ხუთ ფინალს იჭიდავებენ. ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ.) ნიჰატ მამადლის (აზერბაიჯანი) შეხვდება, დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ.) – კადირ კამალს (თურქეთი), გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ.) – აბდულა ტოპრაკს (თურქეთი), ბექა გურული (82 კგ.) – მარსელ შტერკენბურგს (ნიდერლანდები), ხოლო გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ.) – მარკუს რაგინგერს (ავსტრია).

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეს მაწყობს: ზოგჯერ წაგება წაგება არ არის – დაუნდობლები

დილამ ბათუმს დაუღამა: ჩემპიონის პირველი მარცხი