in

გიორგი შერმადინი რუსეთში არ შეუშვეს და ღამე აეროპორტში გაათენა

5 მაისს, რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში, საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი ეტაპი იწყება, სადაც სხვებთან ერთად გიორგი შერმადინის „ტენერიფეც” ასპარეზობს.

„ტენერიფე“ რუსეთში უკვე ჩაფრინდა და ბუნებრივია გუნდთან ერთად იყო ქართველი კალათბურთელიც, რომელიც ესპანური კლუბის ერთ-ერთი ლიდერი და საკვანძო ფიგურაა.

გიორგი შერმადინი ნიჟნი ნოვგოროდში კი ჩავიდა, თუმცა რუსმა მესაზღვრეებმა ის ქვეყანაში არ შეუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს. ამბავს ადასტურებს და ფოტოსაც ურთავს „ტენერიფეს“ ბრაზილიელი ლეგიონერი, შერმადინის თანაგუნდელი მარსელინიო ჰუერტასი, რომელიც ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე იმ სავარძელს აქვეყნებს, რომელზეც შერმადინს აეროპორტში ღამის გათენება იძულებით მოუხდა.

“შერმადინი ჩვენი გუნდის საუკეთესო კალათბურთელია. უბრალოდ, წარმოუდგენელი და დაუჯერებელია, რომ მათ ის ქვეყანაში არ შეუშვეს. გიორგის ძალზე მნიშვნელოვანი მატჩის წინ, ღამის გათენება ამ სავარძელზე მოუხდა. ჩვენ შენთან ვართ გიო“, – წერს ბრაზილიელი კალათბურთელი.

შერმადინის ქვეყანაში არშეშვების შესახებ უკვე უწერია რუსულ სპორტულ მედიას და ყველა აღნიშნავს, რომ გუნდს და თავად კალათბურთელს უარი თქმის მიზეზი არ აუხსნეს.

“ტენერიფეს” “რვათა ფინალის” პირველი მატჩი 6 მაისს უწევს “სტრასბურგთან”.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იტალიელებმა ვაქცინა გაიკეთეს, უეფამ განაცხადები გაზარდა – ამბები მოკლედ

ჟოზემ სამსახური იშოვა: 11 წლის შემდეგ განსაკუთრებული იტალიაში ბრუნდება