საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტზე მეოთხე შეხვედრაც წააგო. ილიას ზუროსის გუნდი ბოლო შეხვედრაში მონტენეგროსთან დამარცხდა და ზედიზედ მეორე ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია.
მატჩის დასრულების შემდეგ, მედიისთვის კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გიორგი შერმადინმა გააკეთა.
“არ ვიცი რა ვთქვა. დიდი ბოდიში ყველას. ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივარს და ვპირდები მათ ბევრჯერ გავახარებთ. სამწუხაროდ, ამჯერად ეს არ გამოგვივიდა. მიზანი ჯგუფის დაძლევა იყო. ვიბრძოლეთ, ყველაფერი დავდეთ, მაგრამ არ გამოგვივიდა.”*-თქვა გიორგი შერმადინმა
GIPHY App Key not set. Please check settings