in

გიორგი მხოლოდ თანაგუნდელს იცავდა: მამარდა და კვარა ვინისიუსს მხარდაჭერას უცხადებენ

„ვალენსიასა“ და „რეალს“ შორის მომხდარი სკანდალის განხილვა არ ცხრება, მთელი მსოფლიო იცავს ვინისიუსს, რომელიც ესპანეთში ხშირად არის რასიზმის მსხვერპლი. უშუალოდ ამ შეხვედრაში მომხდარი ინციდენტი ჩვენთვის კიდევ იმით არის საინტერესო, რომ მასში გიორგი მამარდაშვილიც მონაწილეობდა, რომელიც თანაგუნდელის დასახმარებლად გაიწია და მცირე შემოხლა-შემოხლაში აღმოჩნდა.

ბრაზილიაში ქრისტეს ქანდაკება ჩააქრეს: ესპანეთში კი VAR-ის არბიტრი გააგდეს – როგორ ებრძვიან რასიზმს

ქართველმა მეკარემ სოციალურ ქსელში „რეალთან“ მომხდარ ინციდენტზე პოსტი დადო.

„ყველა ადამიანი არის თანასწორი. ეს ჩემთვის ცხოვრების ყველაზე მთავარი და პირველი წესია, რომელიც მე არასდროს დამირღვევია. @vinijr პატივისცემა ჩემგან და შენს გვერდით ვარ, იმ მომენტში კი მხოლოდ თანაგუნდელის დაცვას და მხარდაჭერას ვცდილობდი, სხვა რაიმე განზრახვა არ მქონია. ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის და ამას ყველა და ერთად უნდა ვებრძოლოთ“, – წერს მამარდაშვილი.

შესანიშნავი ქვეყანა რასისტების ქვეყანა გახდა, მესის და რონალდოს ლიგა რასისტების ლიგა გახდა – ვინისიუსი და რასიზმი

„ვალენსიას“ ქართველ მეკარეს მისი მეგობარი ხვიჩა კვარაცხელია გამოეხმაურა:

„მე და ეს ბიჭი ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, ერთად ვცხოვრობდით აკადემიაში, სადაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდით ფეხბურთში, ჩემზე კარგად ცოტამ იცის, თუ რას იზამს ის მეგობრის და თანაგუნდელის დასაცავად და დასახმარებლად. გიორგი დიდი გულის ბიჭი, კარგი ადამიანი და ასეთივე მეკარეა. ის მხოლოდ თანაგუნდელს იცავდა. ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის, @vinijr შენს გვერდით ვართ და ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ რასიზმს“, დაწერა ხვიჩამ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელია უკვე გაყიდულია: იტალიელები უარყოფენ

ტენერიფემ მეოთხეზე დაამთავრა, პლეი-ოფში უნიკახა ელოდება: შერმადინი ისევ საუკეთესოა