“სერენის” ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის ჟუპილერ ლიგის მე-10 ტურში ზულტე “ვარეგემთან” ჰეთ-თრიკი შეასრულა.
მიქაუტაძემ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და იხუმრა კიდეც, რომ მეტის გატანა შეეძლო, მაგრამ გოლები მომდევნო მატჩებისთვის შეინახა.
“ძალიან ბედნიერები ვართ, რადგანაც ყველამ შესანიშნავად ითამაშა. ვიცი, რომ შემეძლო ერთი-ორი გოლით მეტის გატანა, მაგრამ მომდევნო მატჩებისთვის შემოვინახე. სანაკრებო პაუზის შემდეგ დავბრუნდებით და ყურადღებას უნიონთან მატჩზე გავამახვილებთ”, – თქვა მიქაუტაძემ.
გიორგი მიქაუტაძეს ბელგიის “სერენში” დაბრუნების შემდეგ 5 შეხვედრაში 7 გოლი აქვს.
“სერენი” 12 ქულით მე-13 ადგილზეა და მომდევნო ტურში, სანაკრებო პაუზის შემდეგ, 16 ოქტომბერს, “უნიონს” სტუმრად შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings