in ,

გიორგი მიქაუტაძე აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელია

ხვიჩა კვარაცხელიას მერე აგვისტოში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გამოარჩიეს: “მეცის” გულშემატკივრებმა აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მიქაუტაძე დაასახელეს.

პრინციპში ამაში გასაკვირი არაფერია – ჩვენიანმა 7 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასიც მიამატა.

მიქაუტაძეს ზედმეტი ბარათების გამო გუშინდელი მატჩში მონაწილეობა არ მიუღა, „მეცმა“ შინ „გენგამთან“ 3:6 წააგო. საინტერესოა, რომ მასპინძლებმა პირველი ტაიმი 3:1 მოიგეს, თუმცა უკვე 45 წუთში ორი კაცი გაუგდეს და მესამე 56-ე წუთზე გაუძევეს.

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მიქაუტაძის გადაბირებით რამდენიმე კლუბი იყო დაინტერესებული. მათ შორის, ყველაზე მეტად ინგლისური ჩემპიონშიფის ბინადარი “ბარნლი” აქტიურობდა, მაგრამ ლანკაშირელებმა “მეცის” მიერ მოთხოვნილი 5 მილიონი ევრო ვერ გადაიხადეს.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში გარჯა დაუფასდა ხვიჩა კვარაცხელიასაც, რომელიც ჯერ ფეხბურთელთა ასოციაციამ, ხოლო შემდეგ სულაც სერია A-მ დაასახელა საუკეთესოდ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბრიტანეთში ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი არ იქნება

რუბინის სპორტული დირექტორი: იმედია კვარას ტრანსფერიდან გარკვეულ თანხას მივიღებთ