პოპულარულმა უნგრულმა გამოცემა “ნემზეტი სპორტმა” უნგრეთის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონის ლეგიონერებისგან “ოცნების გუნდი” შეადგინა, რომელშიც უნგრული “უიპეშტისა” და საქართველოს ნაკრების შემტევი გიორგი ბერიძეც მოხვდა.
აღნიშნულ გუნდში ქართველი შემტევის შეფასება 6.0-ია, რაც მეორე მაჩვენებელია. “ოცნების გუნდში” ბერიძეზე მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ “ფერენცვაროშის” მარჯვენა ვინგერს მირტო უზენის აქვს.
გიორგი ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 13 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.
GIPHY App Key not set. Please check settings