in ,

გიორგი ბერიძე უნგრეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის სიმბოლურში მოხვდა

საქართველოს ნაკრების და უნგრული “უიპეშტის” ფეხბურთელი გიორგი ბერიძე უნგრულმა გამოცემა  Csakfoci.hu-მ ჩემპიონატის ბოლო ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

უნგრეთის ჩემპიონატის 33-ე ტურის შეხვედრაში “უიპეშტმა” მეზოშკოვედი” გასვლაზე 3:2 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში ორივე ქართველმა ბუდუ ზივზივაძემაც და გიორგი ბერიძემაც შეძლო გატანა.

შეგახსენებთ, “უიპეშტმა” სეზონი 33 ქულით მეხუთე ადგილზე დაასრულა და ევროსარბიელის ზონაში მოხვედრა ვერ მოახერხა. ბუდუ ზივზივაძემ განვლილს სეზონში 13, გიორგი ბერიძემ 8 გოლი გაიტანა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი გენერალური სპონსორი ყავს

ტოჩინოშინის მეშვიდე გამარჯვება ნაცუ ბაშოზე