საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩებისთვის მზადების ფარგლებში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშა. ვილი სანიოლის გუნდი რუმინეთთან და ნიდერლანდებთან მატჩებისთვის 24 ფეხბურთელით ემზადება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, გურამ გიორბელიძე ნაკრებს დღეს შეუერთდება.
მოახლოებულ სანაკრებო მატჩების შესახებ, ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდთან კომენტარი გიორგი ბერიძემ გააკეთა.
“წინა შეკრებისგან განსხვავებით დიდი დრო გვაქვს და ეს ხელს შეგვიწყობს მატჩებისთვის კარგად რომ მოვემზადოთ, ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ და ამხანაგური თამაშებისთვის შევთამაშდეთ.
როდესაც საქმე ეროვნულ ნაკრებს ეხება არ აქვს მნიშვნელობა მატჩი ამხანაგურია თუ ოფიციალური, მოტივაცია მაღალ დონეზეა. ორივე მატჩში წარმატებისთვის ვიბრძოლებთ”, – თქვა გიორგი ბერიძემ.
2 ივნისს რუმინეთისა და საქართველოს მატჩს ქალაქი პლოიეშტი უმასპინძლებს, 6 ივნისს კი ქართველი ფეხბურთელები ქალაქ ენსხედეში, ნიდერლანდებს დაუპირისპირდებიან.
მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.
რუმინეთთან და ნიდერლანდებთან კვარა არ იქნება
ვიდეო, ფოტო: საქართველო უკვე 25 კაცით
GIPHY App Key not set. Please check settings