ტოკიოში მოპოვებული ოქროს შემდეგ, ძალოსანთა ნაკრების მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ კომენტარი გააკეთა და ლაშა ტალახაძის გულშემარტკივრობისთვის ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა.
“აქ შეფასებები ზედმეტია, რადგან ლაშამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რამდენად კარგი სპორტსმენია თანამედროვე ძალოსნობისთვის. ვულოცავ საქართველოს, ჩვენს ფედერაციასა და პრეზიდენტს, ჩვენი ნაკრების ექიმთა ჯგუფს. იმედია, რომ ეს სიხარული დიდხანს გაგვყვება, რათა ერთობა შევინარჩუნოთ. 3 წელიწადში კიდევ ერთი ოლიმპიური თამაშები გველის. იმედია, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენი მიზნები ასრულდება”-თქვა გიორგი ასანიძემ
GIPHY App Key not set. Please check settings