in

გიგა ჭიკაძე კელვინ კატარს: შაბათს საავადმყოფოში გაგიშვებ

16 იანვარს UFC-ში 2022 წლის პირველი ივენთი გაიმართება. “ქართველი ნინძა” გიგა ჭიკაძე კელვინ კატარს დაუპირისპირდება. ეს ბრძოლა ჭიკაძისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გამარჯვების შემთხვევაში ქართველი მებრძოლი სატიტულო ბრძოლაში მონაწილეობის შანსს მიიღებს.

მომავალ ბრძოლასთან დაკავშირებით გიგა ჭიკაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და კატარს მიმართა:

“მომავალ კვირას ჩემთვის UFC-ში ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართება.

მე სამი რამისთვის ვჩხუბობ – ფეხის დარტყმით ხალხს თავი მოვაძრო, ფეხის დარტყმით ხალხი ჰაერში გავთიშო, შენ კი, შაბათ საღამოს საავადმყოფოში გაგიშვებ”, – წერს ჭიკაძე სოციალურ ქსელში.

გიგა ჭიკაძეს UFC-ში 7 ბრძოლა აქვს მოგებული და 7-ვე შეხვედრა მოიგო. კატარის ანგარიშზე კი 22 მოგება და 5 მარცხია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჯოკოვიჩმა სასამართლო მოიგო: ნოლე ავსტრალიის ღია პირველობაზე იქნება

გორგოძე კვალიფიკაციის ნახევარფინალშია: ბოლქვაძე ავსტრალიას გამოეთიშა