დღეს, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ბათუმის “დინამო” თურქეთის ქალაქ სივასში კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრას გამართავს. გია გეგუჩაძის გუნდი ადგილობრივ “სივასპორს” დაუპირისპირდება.
მატჩის წინ, ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ისაუბრა.
“გუნდში ნორმალური განწყობაა, ჩვეულებრივი, წინასამატჩო. არ იქნება იოლი თამაში. ყველას კარგად გვესმის, რომ ძალიან რთული მატჩისა და მით უმეტეს, ძალიან რთული ამოცანის წინაშე ვდგავართ, თუმცა ვფიქრობ, სათანადო განწყობის შემთხვევაში შანსი გვექნება. ვგულისხმობ, ფეხბურთელების ხასიათს, თორემ მათ ოსტატობაში ეჭვი არ მეპარება.
არ იყო სასურველი ზარიას, კუპატაძისა და გაფრინდაშვილის გამოკლება და კარგი იქნებოდა გუნდში მათი ყოფნა. რაც შეეხება მამუკა კობახიძეს, მას ვარჯიშზე დავაკვირდებით და გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებთ”, – თქვა გია გეგუჩაძემ.
შეგახსენებთ, ბათუმის “დინამოსა” და “სივასპორის” პირველი შეხვედრა “აჭარაბეთ არენაზე” თურქული გუნდის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
GIPHY App Key not set. Please check settings