დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი გაიმართება. ბათუმის “დინამო” ბრატისლავას “სლოვანს” უმასპინძლებს. პირველი მატჩის შემდეგ განწყობა ამაღლებულია, რადგან კაცნაკლულმა ბათუმელებმა სლოვაკეთიდან 0:0 წამოიღეს.
ვაისის ბოდიში მაკედონიასთან მარცხის გამო…
დღევანდელ მატჩში წარმატება, შესაძლოა, წყალგამყოფი აღმოჩნდეს ბათუმური გუნდისათვის, რადგან კონფერენს ლიგის პლეი ოფის საგზური განაღდებული იქნება და გუნდი სანუკვარ მიზანს ძალიან მიუახლოვდება!
„პირველ ეტაპზე ქართული გუნდების შანსებს რაც შეეხება, იმედია, ქართული ფეხბურთის პრესტიჟის დაცვას მოახერხებენ. ბათუმის „დინამოს“ რაც შეეხება, ყოველთვის ვცდილობთ, შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინოთ.
მატჩამდე ემოციური ფონი და მღელვარება იგრძნობა. ასეთი რამ დიდ ფეხბურთელებსაც ემართებათ და არ მიკვირს. იმედია, თამაშამდე ამ ფონს დავძლევთ და ყველაფერი კარგად იქნება. ფავორიტი? ეს მაინც უხერხული სიტყვაა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გულშემატკივარი გავახაროთ. დანარჩენი მინდორზე გამოჩნდება.
ორი დღეა, გუნდთან ერთად გიორგი ზარიაც ვარჯიშობს. ჯერ არ ვიცით, თამაშს შეძლებს თუ არა. ალბათ, უფრო ვერ მოახერხებს. ყველა დანარჩენი სრულ მზადყოფნაშია. ვეღარ დაგვეხმარება თორნიკე გაფრინდაშვილი, რადგან კარიერას უცხოეთში გააგრძელებს.
თორნიკე ჩვენი გუნდის წინაშე ვალმოხდილია და საშუალება მივეცით, უცხოეთში წასულიყო. იმედია, პოლონეთიდან ნაკრების წევრობის კანდიდატად ან წევრად დაგვიბრუნდება“, – განაცხადა გია გეგუჩაძემ.
GIPHY App Key not set. Please check settings