in

გვინდა ეს ისტორია გავაგრძელოთ: დავითაშვილი ბელგიასთან ხალხს ელოდება

საქართველოს ნაკრებს ხვალ საღამოს ევროპის ჩემპიონატზე მეორე რთული გამოცდა ელის: მეტოქე ბელგიის ძლიერი ნაკრებია, რომელთან შესახვედრად ჩვენი გუნდი სრული დატვირთვით ემზადება. ველოდებით, რომ შემადგენლობაში ცვლილებები იქნება და ძირითადში უკვე ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებიც გამოჩნდებიან. პრინციპში ამაზე ისაუბრა კიდეც მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ.

ცვლილებები სიტუაციას არ არევს: ბელგიას სივრცეები უნდა შევუზღუდოთ და ერთსულოვნება შევინარჩუნოთ

ერთ-ერთი კი, ვისაც პირველი წუთებიდან ველოდებით, ზურიკო დავითაშვილია, რომელიც ბელგიასთან წარმატების გაგრძელების იმედადაა.

ზურიკო დავითაშვილი:
„რთულია ასეთი გადატვირთული გრაფიკით თამაში, მაგრამ პროფესიონალები ვართ და მეც 100 პროცენტით ვარ მზად. იმედია, ბელგიასთანაც იმავე შედეგს მივიღებთ, რაც პორტუგალაისთან.

ახლა მხოლოდ ბელგიასთან მატჩზე ვფიქრობთ და ვემზადებით, რომ ისევ გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი. ბელგიას ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს, თუმცა მათი სიძლიერე გუნდურობაშია.

ევროპის ჩემპიონატზე თამაში ახალი ისტორიაა და ჩვენი დიდი სურვილია, ეს ისტორია კიდევ უფრო გაგრძელდეს. პორტუგალიის მატჩის შემდეგ ვთქვი, რომ ძალიან გვინდოდა ბელგიასთან სავსე „დინამოზე“ გვეთამაშა და იმედია, ასეც იქნება“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საზონოვი პირველი ტურის სიმბოლურშია

კვარას გოლი წლის გოლია