იოაჰიმ ლიოვის სამწვრთნელო შტაბმა ევრო 2020-ისთვის შემადგენლობა დაასახელა. განაცხადში მოხვდნენ მატს ჰუმელსი და ტომას მიულერი, რომლებიც ნაკრებში 2018 წლის შემდეგ არ ყოფილან.
გერმანიას ტერ შტეგენი გამოაკლდა: როისი ისევ გარეთ რჩება, ჰუმელსი ბრუნდება – საევროპო ბუნდესამბები
მეკარეები: ბერნდ ლენო (არსენალი), მანუელ ნოიერი (ბაიერნი), კევინ ტრაპი (აინტრახტი)
მცველები: მატიას გინტერი (გლადბახი), რობინ გოზენსი (ატალანტა), კრისტიან გიუნტერი (ფრაიბურგი), მარსელ ჰალსტენბერგი (ლაიპციგი), მატს ჰუმელსი (დორტმუნდი), ლუკას კლოსტერმანი (ლაიპციგი), რობინ კოხი (ლიდსი), ანტონიო რიუდიგერი (ჩელსი), ნიკლას ზიულე (ბაიერნი).
ნახევარმცველები/თავდამსხმელები: ემრე ჯანი (დორტმუნდი), სერჟ გნაბრი (ბაიერნი), ლეონ გორეცკა (ბაიერნი), ილქაი გიუნდოგანი (სიტი), კაი ჰავერცი (ჩელსი), იონას ჰოფმანი (გლადბახი), ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი), ტონი კროოსი (რეალი), ტომას მიულერი (ბაიერნი), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), ფლორიან ნოიჰაუსი (გლადბახი), ლეროი სანე (ბაიერნი), კევინ ვოლანდი (მონაკო), ტიმო ვერნერი (ჩელსი).
გერმანია ე.წ. „სიკვდილის ჯგუფში“ მოხვდა. ჯგუფურ ეტაპზე ბუნდესნაკრებს მსოფლიო მოქმედ ჩემპიონ საფრანგეთთან და ევროპის მოქმედ ჩემპიონ პორტუგალიასთან მოუწევს საქმის დაჭერა. ამათ ჯგუფშია უნგრეთის ნაკრებიც.
გერმანია ევროპის 3-გზის ჩემპიონია – 1972, 1980 და 1996 წლებში.
GIPHY App Key not set. Please check settings