in

გერმანიამ პაუზა ბოიკოტით აიღო – XV ტური

მუნდიალის წინ გერმანული ტური საინტერესოდ გაიხსნა და დაიხურა. ჯერ იყო „ბორუსიების“ დერბი, რომელშიც მასპინძელმა გლადბახმა მეტოქის ყოფილი ფეხბურთელის ჰოფმანის კარგი თამაშით მოუგო დორტმუნდელ სეხნიას.

ბოლოს კი ერთმანეთს ოთხეულის გუნდები შეხვდნენ. “ფრაიბურგმა” პირველსავე ტაიმში მოუთავა საქმე “უნიონს”, როდესაც 4 გოლი მიართვა და მე-2 ადგილზე აინაცვლა. ბერლინელებმა კი ბოლო პერიოდში აშაკარად მოუკლეს და ოთხეულიდანაც გავარდნენ, რადგან 3 მატჩია ვერ მოუგიათ, ხოლო ბოლო 5 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ აიღეს 3 ქულა.

უნდა ითქვას „ლაიპციგის“ მოყოჩაღობაზეც. ზედიზედ 4 მოგების გამო გუნდი მე-2 პოზიციაზე გადავიდა, სანამ ფრაიბურგელები მოიგებდნენ, ახლა კი “რედ ბულის” გუნდს მე-3 ადგილი უკავია.
ოთხეულში შეძვრომა მოახერხა “აინტრახტმაც”, რისთვისაც 1 ქულაც ეყო მაინცში.

ბუნდესლიგა 13 იანვრიდან დაბრუნდება.

„ბაიერნმა“ ზედიზედ 10 მატჩი მოიგო, საერთო ანგარიშით – 38:9.

მუსიალამ მე-100 მატჩი ჩაატარა „ბაიერნში“ ყველაზე სწრაფად, რაც ბუნდესლიგა დაარსდა. ის 19 წლისაა.

„ბოიკოტი გამოუცხადეთ ყატარს. „ჰერტას“ ფანებმა შარფები გაჭიმეს და მუნდიალი 2022-ის წინააღმდეგ ბანერი გამოფინეს.
ბოიკოტი ყატარს – ასეთი წარწერა სხვა მატჩებზეც იყო.

ბუნდესლიგა – XV ტური

გლადბახი – დორტმუნდი 4:2
ვერდერი – ლაიპციგი 1:2
ჰოფენჰაიმი – ვოლფსბურგი 1:2
ჰერტა – კიოლნი 2:0
ლევერკუზენი – შტუტგარტი 2:0
აუგსბურგი – ბოხუმი 0:1
შალკე – ბაიერნი 0:2
მაინცი – აინტრახტი 1:1
ფრაიბურგი – უნიონი 4:1

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მინუს კვარაცხელია მაროკოსთან

ტოჩინოშინის მარტივი გამარჯვება