გერმანიის მოსახლეობის ნახევარი ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების წინააღმდეგია.
ბრიტანული კომპანია YouGov-ის გამოკითხვის თანახმად, გერმანიის მოსახლეობის 48% მიიჩნევს, რომ გერმანიის ნაკრები უნდა მოიხსნას ტურნირიდან ყატარში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, რაც ამ ქვეყანაში მუნდიალისთვის მზადებისას დაფიქსირდა.
ასეთ მოსაზრებას ასევე ამყარებს ლგბტ-საზოგადოების დისკრიმინაციის შესახებ ცნობები.
მხოლოდ 28%-ია მონაწილეობის მომხრე, ხოლო 24%-მა არ აირჩია არცერთი ვარიანტი და არ გააკეთა კომენტარი.
ბავარიის პარლამენტში სპორტის ფედერალურ კომისიის მოსმენებზე ვითარებას განიხილავენ.
GIPHY App Key not set. Please check settings