გერმანიის ნაკრების თვითმფრინავი, რომელიც ისლანდიიდან ფრანკფურტში მიფრინავდა, ავარიულად დაეშვა ედინბურგში, წერს Bild.
მისი ცნობით, თვითმფრინავი რეიკიავიკიდან გამოფრინდა, თუმცა შოტლანდიის თავზე ავარიული სიგნალი შევიდა, რის შემდეგაც თვითმფრინავი დაუგეგმავად დაეშვა შოტლანდიის დედაქალაქში.
გერმანიის ნაკრებმა მსოფლიოს შესარჩევის მატჩში სტუმრად 4:0 დაამარცხა ისლანდიის ნაკრები. გერმანიამ ახალი მწვრთნელის ჰანს ფლიკის თავკაცობით, საწყისი სამი მატჩი ისე მოიგო, რომ გოლი არ გაუშვია.
GIPHY App Key not set. Please check settings