საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ტოკიოდან თბილისში დაბრუნდა. ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად საქართველოში ჩამოვიდნენ სპორტსმენები, რომლებსაც ტოკიო 2020-ის დასკვნით დღეებში უწევდათ ასპარეზობა.
გენო პეტრიაშვილს, რომელმაც ფინალური ბრძოლის ბოლოწამს დაკარგა ოქროს მედალი, ოჯახის წევრები და ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი დახვდნენ. შეგახსენებთ, რომ ლადოს 2012 წლის ოლიმპიადის ფინალში ბოლო წამს წაართვეს ჩემპიონობა, 2016 წელს კი ოქროს მედალი მოიგო.
“საქართველოსთან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი. დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის. მინდა ყველა ქართველს მივულოცო წარმატებული გამოსვლა ოლიმპიადაზე“, – აღნიშნა გენო პეტრიაშვილმა.
GIPHY App Key not set. Please check settings