in

გენო პეტრიაშვილი: დავუშვი შეცდომა და ვიბრძოლებ მის გამოსასწორებლად

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი გენო პეტრიაშვილი, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო ასახელა და ვერცხლის მედალი მოიპოვა, Instagram-ზე განთავსებულ პოსტში, ფინალში მარცხის გამო მწუხარებას გამოთქვამს. პეტრიაშვილი გულშემატკივრებს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ დაშვებული შეცდომის გამოსასწორებლად იბრძოლებს.

“გამარჯობა. ყველას მინდა მადლობა გითხრათ ჩემო მეგობრებო ვინც გვიგულშემატკივრეთ და იდექით ჩვენს გვერდით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა და მადლობა. ასევე, მინდა მივულოცო ყველა სპორტსმენს ღირსეული გამარჯვება. ოლიმპიური თამაშები უმაღლესი მწვერვალია ყველა სპორტსმენისთვის. ამიტომ, გული მწყდება, რომ ვერ მივაღწიეთ უმაღლეს საფეხურს, მაგრამ ამით არაფერი არ მთავრდება. მე დავუშვი შეცდომა ხალიჩაზე, ვაღიარებ და ვიბრძოლებ, რომ გამოვასწორო”, – წერს პეტრიაშვილი.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტოკიოში 20 მსოფლიო რეკორდი დამყარდა: სამი ქართველისაა

ფოტოშედევრი: ივლისის მთელი სილამაზე – ბალახი-მაყურებელი, უსიმპატიო ჩახუტება, მესის ზარი და ოლიმპიადა