in

გახდება მიქაუტაძე წლის საუკეთესო ფეხბურთელი: დღეს გავიგებთ

გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ში მშვენიერ სეზონს ატარებს. ის სისტემატურად ხვდება ტურის სიმბოლურში, ასახელებენ თვის ფეხბურთელად, არის გათამაშების ბომბარდირი და ამას ჩაროზად ისიც ემატება, რომ მისი გუნდი ლიგა 1-ში გადადის (მხოლოდ ერთი თამაშის მოგებაღა რჩება).

ჰოდა, რა გასაკვირია, რომ „მეცის“ ქართველი ფორვარდი წლის საუკეთესო მოთამაშედაა ნომინირებული.

ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის ჩვენიანთან ერთად იბრძვიან ჟან-ფილიპ კრასო („სენტ ეტიენი“), ვიქტორ ლეგალი („ლე ავრი“), ჯოშ მაჯა („ბორდო“) და ნილს ნკუნკუ („სენტ ეტიენი“).

გამორჩეულ მოთამაშეებს ყოველი სეზონის ბოლოს საფრანგეთის ფეხბურთელთა პროფკავშირი (UNFP) აჯილდოვებს.

გამარჯვებულს დღეს დაასახელებენ.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა სეზონში 23 გოლს 8 საგოლე პასიც დაუმატა და ბომბარდირთა დავაში კონკურენტებს დიდი უპირატესობით უსწრებს.

თუმცა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა გიორგის მომავალი „მეცში“. ბოლო ინფორმაციით, ჩვენიანით „მილანია“ დაინტერესებული და ფეხბურთელს კლუბის ლეგენდა და სპორტული დირექტორი პაოლო მალდინი პირადად ესაუბრა.

ეს უკვე სულ სხვა საქმეა: მიქაუტაძეს მილანი ყიდულობს – გიორგის მალდინი ესაუბრა

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პრემიერლიგა 12 აგვისტოს დაიწყება: კალენდარი კალაპოტში დაბრუნდა

პსჟ-ს ფრანგული რეკორდი: მე-11 ჩემპიონობა და ტაში მბაპეს, რომელმაც გოგონა დაასისხლიანა