in

გაყიდის თუ არა დე ლაურენტისი ნაპოლის?

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ტრანსფერის გამო ამ კლუბის მიმართ ჩვენი ინტერესი კიდევ უფრო გაზრდილია.

“ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა კლუბის გაყიდვის შესახებ აგორებულ ხმებს უპასუხა:

„ახლა ამაზე არ ვფიქრობ. ეს ვარიანტი არასოდეს განმიხილავს. „ნაპოლი“ – ჩემი გულია. უამრავ წინადადებაზე მეც მესმის, მაგრამ ეს ყველაფერი ჰაერში ტრიალებს, მოლაპარაკებები კი არასოდეს არ დამიწყია“ – დაწერა Football Italia-მა დე ლაურენტისის სიტყვები.

ადრე აცნობეს, რომ დე ლაურენტისს შესაძლოა „ნაპოლი“ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის წესების გამო გაეყიდა, რომელიც კრძალავს ერთ კაცს ორი კლუბი ჰუავდეს ერთ დივიზიონში. ბიზნესმენის მფლობელობაშია „ბარიც“.

დე ლაურენტისი კლუბის პრეზიდენტი 2004 წელს გახდა. მაშინ გუნდის სახელწოდება იყო Napoli Soccer. კლუბი გაბანკროტდა და იმ მომენტისთვის სერია C-ში გამოდიოდა.

ამჟამად იტალიის ჩემპიონატში „ნაპოლი“ მე-3 ადგილზეა და ბოლო შეხვედრების წაგების გამო ჩემპიონობის შანსი ფაქტობრივად დაკარგა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზედიზედ მეორედ: ესპანეთი მსოფლიოდან ისევ მოკვეთეს

ვლადიმირ ვაისი: ეს ტრანსფერი ქართული ფეხბურთისთვის კარგი ნიშანია – ხვიჩას დიდი კარიერა ექნება