in ,

გაუმარჯოს დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთს! სფფ-ს დაარსებიდან 31 წელი გავიდა

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთი 31 წლისაა. 1992 წლის 15 თებერვალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გამოეყო საბჭოთა იმპერიალუსტურ ფედერაციას და დამოუკიდებლად დაიწყო ფუნქციონერება. აქედან ერთ თვეში კი, საქართველოს დამოუკიდებელი საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი მატჩი გაიმართა, რომელშიც თბილისის “დინამო” და ფოთის “კოლხეთი” დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. შეხვედრა ფოთელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.


ალბათ ყველას გემახსოვრებათ მატჩის დაწყებამდე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სიტყვები – “გაუმარჯოს დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთს! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!”

“საყვარელო დანო და ძმანო, გილოცავთ ნანატრი დღის დადგომას, გილოცავთ ეროვნული ჩემპიონატის პირველ დღეს. ძვირფასო მეგობრებო, ამ დღეს ქართული ფეხბურთი შემოუერთდა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას და ერთად იბრძვის საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის. იმპერიული ძალების წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ მივაღწიეთ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის გამოყოფას, იმპერიული ფედერაციისაგან. გაუმარჯოს დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთს, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!”, – თქვა გამსახურდიამ.

საბჭოთა კავშირის მოკავშირე რესპუბლიკებს შორის საქართველოს იყო პირველი, რომელმაც დამოუკიდებლობის გზა აირჩია. 1992 წლის 25 თებერვალს ფიფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დროებით წევრად მიიღო, ხოლო 3 ივლისს, ციურიხში გამართულ კონგრესზე სრულუფლებიან წევრად აღიარა.

გარდა შიდა ჩემპიონატისა, ქართული კლუბები ევროსარბიელზე 1993 წლიდან გამოდიან. 1994 წლის შემდეგ კი, საქართველოს ნაკრები ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპებზე იღებს მონაწილეობას.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი (უფროსი) გახლდათ, რომელიც ქართული ფეხბურთის მმართველ ორგანოს 1990-1998 წლებში ხელმძღვანელობდა.

1998-2002 წლებში სფფ–ს პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია გახლდათ, რომლის შემდეგაც ფედერაციას ნოდარ ახალკაცი (უმცროსი) ჩაუდგა სათავეში. მისი მმართველობის პერიოდს დიდი სკანდალი უკავშირდება. 2007 წლის 13 მაისს საპრეზიდენტო არჩევნები მას საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ მოუგო, მაგრამ ნემსაძემ თანამდებობა ზუსტად 24 საათში დატოვა და პრეზიდენტად ისევ ახალკაცი აირჩა (დღემდე რჩება მოსაზრება, რომ ზეწოლა იმ დროინდელი ხელისუფლებიდან მოხდა).

2009 წლიდან 2015 წლამდე ქართულ ფეხბურთს ბიზნესმენი ზვიად სიჭინავა ხელმძღვანელობდა. 2015 წლიდან კი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას ლევან კობიაშვილი იკავებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბუცები, რომლითაც მესიმ სარეკორდო გოლი გაიტანა, ხელოვნების მუზეუმში გამოფინეს

რატომ აირჩია გიორგი ჯიქიამ რუსეთი და არა საქართველო