in

გარსიას ჯერ ტოვებენ, მაგრამ მალე კონტე მოვა: რა ხდება ნაპოლიში

რუდი გარსია შესაძლოა „ნაპოლიდან“ გაუშვან.

59 წლის სპეციალისტმა გუნდი ივნისში ჩაიბარა. სერია ა-ს 8 ტურის შემდეგ მოქმედი ჩემპიონი მე-5 ადგილზეა და 14 ქულას მოუყარა თავი.

Sky Sports-ის ინფორმაციით, ბოლოს „ფიორენტინასთან“ საშინაო წაგების შემდეგ (1:3), „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გარსიასთან თანამშრომლობის პერსპექტივაზე ჩაფიქრდა.

კლუბის დირექტორებმა ანტონიო სინიკროპიმ, მაურო მელუზომ და მაურისიო მიკელიმ მწვრთნელთან შეხვედრა გამართეს. მას დე ლაურენტისიც დაესწრო, მაგრამ დიდხანს არ დარჩენილა. გარსიას ახლავე გაშვება არ იგეგმება, თუმცა ბოლო სიტყვა კლუბის პრეზიდენტზეა.

ფრანგ სპეციალისტს მიზნად ჩემპიონატში მე-4 ადგილის დაკავება და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა დაუსახეს.

ამასობაში Sky Sport Italia წერს, რომ „ნაპოლის“ მალე ანტონიო კონტე ჩაიბარებს.
„იუვენტუსის“, „ინტერის“, „ჩელსისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი მთავარი ფავორიტია.
აღნიშნავენ, რომ კლუბის ხელმძღვანელობა დიდი ფულის დახარჯვას მხოლოდ კონტეს გამო არის თანახმა.

სათადარიგო ვარიანტად დასახელდა იგორ ტუდორი, რომელმაც წელს „მარსელი“ დატოვა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამუკელაშვილის სან ანტონიომ საგამოფენო დაიწყო: სანდრო ბევრი არ ათამაშეს

საუდელები არ ჩერდებიან: მესის და რონალდოს აღდგენა უნდათ