„ტოტენჰემის“ ნახევარმცველი გარეთ ბეილი აცხადებს, რომ სჯერა უცხოპლანეტელების და მეტიც, თავადაც კი ნახა ისინი.
უელსელმა „მამლების“ ტვ არხის თამაშში მიიღო მონაწილეობა თანაკლუბელ ჯო როუდონთან ერთად. ფეხბურთელებს რიგ-რიგობით უნდა ეპასუხათ არასაფეხბურთო შემთხვევით კითხვებზე. პირველ ფურცელზე, რომელიც ბეილმა ამოიღო, ეწერა: „გჯერა თუ არა უცხო პლანეტიდან მოსულების?“
„არსებობს შეთქმულების მრავალი თეორია, ასევე არსებობს კადრებიც, რომელიც აშშ-ს მთავრობამ გამოაქვეყნა. 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ – ესენი უცხოპლანეტელები არიან. მჯერა, რომ ზოგიერთი დაკავშირებულია სამთავრობო პროგრამებთან. მე თავადაც მინახავს ისინი“, – გამოტყდა ბეილი.
ბეილის პასუხმა როუდონი მაინც და მაინც ვერ დააჯერა, მაგრამ მისი თავი აღარ ჰქონდა და ბოლოს ძალით დათანხმდა: „უბრალოდ კი-ს ვიტყვი, რათა თავი დამანებო“.
ბეილი 2022 წლის ზაფხულამდე „რეალს“ ეკუთვნის, მაგრამ „ტოტენჰემს“ 31 წლის ვარსკვლავის გამოსყიდვის უფლება აქვს.
ლონდონში დაბრუნების შემდეგ ბეილი პრემიერლიგის 13 მატჩში მონაწილეობდა და 5 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, ევროპალიგაზე 10 შეხვედრაში 3 გოლი და 1 ასისტი დაუგროვდა.
GIPHY App Key not set. Please check settings