20 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი კვერნაძე სერია ა-ში ითამაშებს. ახალგაზრდა ფეხბურთელმა რომში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და „ფროსინონეს“ ფეხბურთელი გახდა.
მოკრძალებული კლუბი წელს დაბრუნდა სერია ა-ში და ქართველი ჯერ იჯარით აიყვანა, შემდეგ კი ფოთის „კოლხეთისგან“ მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ექნება.
კვერნაძე ბათუმის „დინამოში“ განათხოვრებით თამაშობდა. ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანეს, თუმცა საბოლოო განაცხადში ვერ მოხვდა.
„ფროსინონეს“ მთავარ მწვრთნელად ახლახან ეუსებიო დი ფრანჩესკო დაინიშნა.
იმედია სერია ა-დან გავარდნის მიუხედავად ლუკა ლოჩოშვილი მოახერხებს იტალიაში დარჩენას და სერია ა-ს კლუბში გადასვლას. ასეთ შემთხვევაში, თუ გაუთვალისწინებელი არ მოხდა და კვარაცხელი “ნაპოლიდან”არ წავიდა, ერთ-ერთ ტოპ ჩემპიონატში სამი ფეხბურთელი გვეყოლება. ასეთი რამ კი დიდი ხანია არ მომხდარა. გაგახსენებთ, რომ იყო დრო გერმანიასი თამაშობდნენ ერთროულად ჩვენები, “ფრაიბურგში”, ხოლო გიორგი ქინქლაძის საოცრების შშემდეგ “სიტიმ” სხვა ქართველებიც წაიყვანა.
GIPHY App Key not set. Please check settings