in ,

განახლებული რეიტინგი:საქართველო 3 საფეხურით დაწინაურდა

ფიფას განახლებულ რეიტინგში საქართველოს ეროვნული ნაკრები 3 პოზიციით დაწინაურდა და 93-ე ადგილზეა. ვილი სანიოლის გუნდის ანგარიშზე 1243 ქულაა, რაც წინა შედეგზე (2021 წლის 16 სექტემბერი) 3 ქულით მეტია.ოქტომბრის სანაკრებო პაუზამდე 96-ე ადგილზე იმყოფებოდა. საბერძნეთთან მარცხის შემდეგ 8.04 ქულა დავკარგეთ. კოსოვოელებთან გამარჯვებამ 11.05 კოეფიციენტი დაგვიმატა.

“ჯვაროსნებმა” ლუქსემბურგის, კონგოს, ვიეტნამის, იორდანიის და ბელარუსის ჩავარდნილი სანაკრებო პაუზით ისარგებლეს.


რეიტინგს 1832 ქულით კვლავ ბელგია ლიდერობს. 1820 ქულით მეორე ადგილზეა ბრაზილია. მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა საფრანგეთმა, მეოთხე ადგილზე ევროპის მოქმედი ჩემპიონი, იტალიის ნაკრებია, მეხუთეზე კი – ინგლისი. კოპა ამერიკის გამარჯვებული არგენტინა, ისევ მე-6 ადგილს იკავებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გიორგი ჭყოიძე: ჩემთვის ყველაზე რთული მატჩი იქნება, რადგან მეგობრების წინააღმდეგ თამაში მომიწევს

ვეტერანებმა მსოფლიო დაიპყრეს:2 ოქრო,1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო