in

გაიცანით მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მსაჯი. მიდი და შეაგინე…

ბრაზილია ცნობილია დიდი საფეხბურთო ტალანტების გამოჭედვით, მაგრამ, ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი მსაჯი, ანდერსონ დარონკოც ბრაზილიიდან არის. ჰო, ყველაზე ძლიერი ამ შემთხვევაში პირდაპირი მნიშვნელობით.

დარონკო, რომელიც ბრაზილიის უმაღლესი დივიზიონისა და კოპა ამერიკის მატჩებს მსაჯობს, ყველაზე ძლიერადაა მიჩნეული. 188 სმ, 90 კილოგრამი, რომლის ბიცეპსის დიამეტრიც 44 სანტიმეტრია. მიდი და შეაგინე თუ ვაჟკაცი ხარ…

დარონკოს იმდენად დიდი მასა აქვს, რომ 2017 წელს სთხოვეს, ცოტა დაიკელიო. მანაც 4 კიოლგრამი მოიკლო და 40 მეტრს 6 წამზე ნაკლებ დროში ფარავს. მშვენიერი მაჩვენებელია.

დარონკო, 1981 წელს, რიო გრანდე დე სულში დაიბადა. ფეხბურთელი არ ყოფილა. პროფესიონალურ დონეზე ხელბურთს თამაშობდა და შემდეგ ფიტნეს ინსტრუქტორობას მიჰყო ხელი. 2014 წლიდან კი პროფესიონალი არბიტრის სტატუსი მოიპოვა.

პრინციპების დამცველი: 2019 წელს, „სან პაულოსა“ და „ვასკო და გამას“ მატჩი შეწყდა. მიზეზი კი „ვასკოს“ ფანების ჰომოფობიური ჩენთები გახლდათ, რომელიც დარონკოს მახვილ ყურს არ გამოპარვია. ანდერსონმა მწვრთნელს აუხსნა სიტუაცია და მოთამაშეები გასახდელში გაუშვა. მწვრთნელმა და დირექტორატმა გულშემატკივარს სთხოვეს, რომ შეეწყვიტათ შეურაცხმყოფელი სიმღერა და ყველა დადუმდა. მაშინ, დარონკომ მორალური პრინციპები დაიცვა!

ჰალკთან შეხვედრა: ბრაზილიელი ფეხბურთელი, ჰალკი ხომ გაგიგონიათ? ჰალკს რატომაც ეძახიან ეგეც გეცოდინებათ და ბოლოს გვარის ნაცვლად, სწორედ ჰალკი დაიტანა. ფიზიკურად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია მსოფლიოში და მისი დარტყმული ბურთის მოგერიება დიდი სიამოვნება ვერაა. 2019 წელს, „სან პაულოსა“ და „ატლეტიკო მინეიროს“ მატჩის შემდეგ ჰალკი და დარონკო შენიშნეს, როდესაც ფეხბურთელი რეფერის გადაწყვეტილებებით კმაყოფილი არ იყო. დარონკომ კი უთხრა: „ფრთხილად იყავი შენს სიტყვებთან“. გაიგე ახლა, რომელი უფრო ძლიერია, მაგრამ საინტერესო კი იქნებოდა ეს დუეტი ოქტაგონზე…

ჰო, აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ დარონკო ფიფას გაფართოებულ სამუნდიალო სიაში არ არის, შესაბამისად, ყატარში ფეხბურთელებს პროტესტის ყოველგვარი გამოხატვა შეეძლებათ რეფერის მისამართით.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამუკელაშვილმა ვეგასში იფრინა!

ბაიერნის გასვლითი ფორმა- ნატიფი და დახვეწილი