in

გადმოცემული ისტორია, რომელიც უსაზღვროდ შეგვიყვარდა – პელე!

გინახავთ პელეს დოკუმენტური? – “ნეტფლიქსი” უბრალოდ არაფერს იღებს და არც უბრალო ადამიანებს უთმობს დროსა და რესურსს. მოკლედ, ამ ფილმს უდიდეს რეკომენდიას სრულიად საფეხბურთო პალიტრა უწევს, მაგრამ ვინ არის პელე?

ისტორია, რომლის შესახებაც გადმოცემით, ბაბუების ან უკეთეს ვარიანტში მამების თაობისგან ვიცით. 1958, 1962 და 1970 – ოქროს ასოები ბრაზილიურ ფეხბურთში.

ფეოლადან ზაგალომდე და ვავადან რიველინომდე, თუმცა ერთი კაცი არ იცვლებოდა – პელე!

რომ გითხრათ, მასზე მეტად არცერთი ფეხბურთელი მყვარებია მეთქი, ხომ იქნება შარლატანობა? დიახ, რადგან პელე ერთეულებს უნახავთ და დეტალურად მის სიდიადეს ის ხალხი იცნობდა, თუმცა არსებობს მეორე შეგრძნებითი მხარე, რომელსაც ფეხბურთში უდიდესი როლი აქვს. წარმოიდგინეთ, უყურებთ ვიდეო, რომელიც პელეს საუკეთესო მომენტების კომპილაციაა და ამ დროს, სადღაც, თბილისსა თუ ლონდონში, უბრალოდ თვალზე ცრემლი გადგება…

გინახავს ჟუნინიო, რომლის მსგავსად ჯარიმებს ვერავინ ასრულებდა, თუმცა აღმოაჩენ, რომ პელემ ამ საქმეს ხელი 50-იანების ბოლოდან მიჰყო. რიკარდო კუარეჟმას ტრიველაც ვიცით, თუმცა პელე ამას 60 წლისწინ აკეთებდა. კრუიფის აკრობატიკამ 70-იანებში გამოანათა, მაგრამ იქამდე პელე იყო… მთელი გუნდის მოტყუება, ესთეტიური და ლაზათიანი ფეხბურთი ბრაზილიურ იდენტობას გამოსახავს, მაგრამ ნეიმარამდე, რონალდინიომდე და რონალდომდე ამას ედსონი, ო რეი აკეთებდა.

არსებობს ლეგენდა, რომ 1969 წელს “სანტოსმა” ნიგერიაში ომი შეაჩერა და ამ თეორიას არაერთი მიმდევარი ჰყავს. მონუმენტური მნიშვნელობის გუნდმა ომი შეაჩერა? – ეს ფეხბურთის პელესეული სამყაროა. მაშინ, როდესაც არ არსებობდა სმარტფონი, აღბეჭვდის მარტივი ხერხები, პელემ მოახერხა და სამარადჟამოდ დაილექა კაცობრიობის მეხსიერებაში.

დღემდე დაობენ – 58-ის ბრაზილია უფრო ძლიერი იყო თუ 70-ის. ბრაზილიელთა აზრიც ორად არის გაყოფილი. 70 წლის ბრაზილიელები ამბობენ, ტოსტაო იყო ტაქტიკური ავანგარდიო, პელემ თქვა: რიველინოს გარეშე ვერაფერს ვიზამდიო, რიველინომ: კარლოს ალბერტოს, კლოდოალდოს და ჟაირზინიოს გარეშე რა უნდა გვექნაო, მაგრამ შემდეგ ყველას ასეთი პასაჟი აქვს: პელე?… აქ, სიტყვების მონახვა რთულია – მან ყველას მდუმარების აღთქმა დაადებინა.

ხომ არ მინახავს, ხომ არ ვიცი რა ფენომენი იყო, რადგან იუთუბით ვერ ნახულის შევსება რთული სპორტია, მაგრამ უცქერ და აცნობიერებ, რომ 65 წლისწინ, იყო ბიჭი, რომელსაც, უბრალოდ ფეხბურთის თამაში უყვარდა, ბიჭი, რომელმაც ფეხბურთის პოპულარიზაცი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ინდიანამ გოგას გარეშე მოიგო, დონჩიჩის მორიგი სამმაგი დუბლი

წლის გაძვირებულთა სია – კვარაცხელია ტოპ 10-ში