საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის ვაკო გვილიას და 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტნის ლუკა გაგნიძის “რაკოვი” პოლონეთის თასის გამარჯვებულია.
თასის ფინალურ შეხვედრაში “რაკოვმა” “ლეხ პოზნანი” 3:1 დაამარცხა. ვაკო გვილია “რაკოვის” თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია. ლუკა გაგნიძე კი, ფინალური მატჩის განაცხადშიც არ ყოფილა.
ვაკო გვილიას ექსტრაკლასას მიმდინარე სეზონში “რაკოვის” მაისურით 18 შეხვედრა აქვს ჩატარებული. თასზე სამ მატჩში ითამაშა და 1 გოლიც გაიტანა.
GIPHY App Key not set. Please check settings