ბექა ბურჯანაძის მორიგი შესანიშნავი მატჩი და მორიგი გამარჯვება ესპანეთის LEB ORO-დ წოდებულ მეორე ლიგაში. ქართველი ფორვარდის გუნდი “ლეიმა კორუნა” ესპანეთის უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად იბრძვის და ამ გზაზე კიდევ ერთი, რიგით მე-20 გამარჯვება მოიპოვა. კორუნელებმა “კასერესს” უმასპინძლეს და 97:80 დაამარცხეს.
ბურჯანაძე სათადარიგო იყო, მაგრამ ტრადიციულად მოედანზე სასტარტოს რომ უწევს, იმდენი დრო დაყო. 25 წუთში ბექამ 7 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი, ჩაჭრა და 1 დაფარება ისე მოაგროვა, ბურთი არ დაუკარგავს. ბურჯანაძემ 4-დან 1 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 19 შეადგინა, რაც კორუნაში მეორე შედეგია ალექს როდრიგესთან ერთად. საუკეთესო შედეგი კი გორან ჰუკიჩმა დააფიქსირა – 12 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი.
20 მოგებითა და 6 მარცხით კორუნა ბასკეტი პირველ ადგილზეა და ქულით უსწრებს მეორე-მესამეზე მყოფ ქალაქ ბურგოსის 2 გუნდს – ურეტას და ლონგევიდას. შემდეგ მატჩს ბურჯანაძის გუნდი 31 მარტს, მენორკასთან შინ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings