in

ბურჯანაძემ ბარსელონას 11 ქულა ჩაუგდო

საქართველოს ნაკრების კალათბურთელის ბექა ბურჯანაძის “ბეტისმა” ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრაში ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს “ბარსელონას” დაუპირისპირდა და 61:78 დამარცხდა.

მიუხედავად მარცხისა, “ბეტისის” რიგებში ქართველ კალათბურთელს კარგი თამაში ჰქონდა და თავისი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესოც იყო.

ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 21:09 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 6-დან 3 ორქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა.

ბექას მარგი ქმედების კოეფიციენტი +15 იყო.

“ბეტისს” 1 მოგება და 4 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა მე-17 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 17 ოქტომბერს სტუმრად გრან კანარიასთან ჩაატარებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაკრებს კანკავა, აბურჯანია და მიქაუტაძე გამოაკლდნენ: კაშია და ჩაბრაძე ბრუნდებიან

სერბეთის პრეზიდენტი დათუნაშვილს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს