ბუდუ ზივზივაძის შორეულ სამხრეთ კორეაში წასვლა თითქმის გადაწყვეტილი ამბავი იყო, თუმცა ჩვენიანმა ჯერ „ლივერპულთან“ ითამაშა მატჩის ბოლო 15 წუთი, მერე კი „დარმშტადთან“ შეხვედრაში (0:0) საერთოდ ერთ-ერთი საუკეთესოც კი იყო. ამას ემატება ის, რომ „კარლსრუე“ აღარ ყიდულობს „შტუტგარტის“ კოლუმბიელ თავდამსხმელ ხუან პერეას და გამოდის, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის იმედზეა.
ეს ამბავი თავად „კარლსრუეს“ მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმაც დაადასტურა.
GIPHY App Key not set. Please check settings