in

ბუდუმ იქ ითამაშა, სადაც… ლეგიონერები

კვიპროსის ჩემპიონატის 31-ე ტურში „აპოელმა“ გასვლაზე უშუალო კონკურენტი აეკ 2:1 დაამარცხა.
სტუმართა გუნდში ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშა, გიორგი ქვილითაია კი 72-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
„აპოელი“ 66 ქულით ლიდერია.

ავსტრიაში, “შტურმი” შინ “ზალცბურგთან” 0:1 დამარცხდა. ოთარ კიტეიშვილი განაცხადში არ ყოფილა.

MLS-ში, საბა ლობჟანიძემ შეუცვლელად ითამაშა და შესანიშნავი მატჩიც ჩაატარა, მისმა “ატლანტა” 3:0 აჯობა “ჩიკაგოს”. პირველი გოლის ეპიზოდში ქართველმა პასი გაუკეთა ბერძენ აკუმაკისს, რომელმაც თბილისში პენალტი ვერ გაიტანა, მეორე გოლშიც მნიშვნელობვანი წვლილი შეიატანა. საბას შეფასება 7.3-ია.

ყველას არ უთამაშია, არც კვარას, მიქაუტაძემ ისევ წააგო – ლეგიონერები

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში “კარლსრუე” სტუმრად “შალკესთან” ჩავიდა და 0:0. ბუდუ ზივზივაძე ძირითადში იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს. გასვლამდე ცოტა ხნით ადრე ბუდუმ ყვითელი ბარათი მიიღო, ბურთზე ბრძოლისას 63-ე წუთზე მეტოქეს ეუხეშა. ქართველი შეფასებაა – 6.2.
ჩვენიანი მონდომებით თამაშობდა. სამჯერ შეეძლო გატანა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ორჯერ მცველებმა დაბლოკეს, ერთხელ კი მეკარემ იყოჩაღა.
საინტერესოა, რომ ეს მატჩი იმ სტადიონზე ჩატარდა, სადაც 26 ივნისს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში პორტუგალიას შეხვდება.
მიაღებინა. თუმცა, ბურთზე ბრძოლისას 63-ე წუთზე მეტოქეს ეუხეშა და თავადაც გააფრთხილეს. ბუდუ 69-ე წუთზე შეცვალეს.
„კარლსრუე“ 39 ქულით მე-7 ადგილზეა და გადასასვლელ პლეი-ოფის ზონას 7 ქულა აშორებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბურჯანაძე მატჩის MVP-ია, მისმა გუნდმა ზედიზედ მე-14 მოიგო

მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი გოლდენ სტეიტთან