in

ბუდუმ ისევ გაიტანა, საზონოვი შეცვლაზე, გელაშვილი ძირითადში – ლეგიონერები

ევროპაში საახალწლო-საზამთრო პაუზის შემდეგ ფეხბურთი თითქმის ყველგან დაბრუნდა, თუმცა ზოგან ჯერ სპარინგებია.
ასე მაგალითად, ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ ესპანეთურ ესტენოპაში ამხანაგურ მატჩში „ნიურნბერგს“ შეხვდა და 3:1 მოუგო. ამაში კი ქართველის დამსახურებაცაა – ბუდუმ ისევ გაიტანა.
ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს.
ანგარიში 24-ე წუთზე სწორედ ზივზივაძემ გახსნა. ის კარგად გაეხსნა პარტნიორს და ახლო მანძილიდან დააგვირგვინა შეტევა. ბუდუმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მესამე გოლშიც.
აღსანიშნავია, რომ ზივზივაძემ ბოლო 7 შეხვედრაში 6 გოლის გატანა მოახერხა.
მომდევნო შეხვედრას „კარლსრუე“ უკვე მეორე ბუნდესლიგაში ჩაატარებს, 19 იანვარს „ოსნაბრუკს“ უმასპინძლებს.

სერია A-ს მე-20 ტურში „ჯენოასა“ და „ტორინოს“ მატჩი 0:0 დასრულდა.
სტუმართა გუნდის მცველი საბა საზონოვი 84-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
„ტორინო“ 28 ქულით მე-10 ადგილზეა და 26 იანვარს გასვლაზე „კალიარის“ დაუპირისპირდება.

სერია B-ში, ივა გელაშვილის „სპეცია“ სტუმრად 0:4 დამარცხდა „კომოსთან“.
ქართველი მცველი, რომელმაც წინა მატჩში ბოლო წუთზე გატანილი გოლით გუნდს ქულა გადაურჩინა, ისევ ძირითად შემადგენლობაში იყო. გელაშვილს Flashscore.com-მა 5.9 დაუწერა.

თურქეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში შოთა არველაძის „ფატიჰ კარაგუმრუკი“ სტუმრად „ბეშიქთაშთან“ 0:3 დამარცხდა, რომელსაც პორტუგალიის ნაკრების ყოფილი თავკაცი ფერნანდუ სანტუში ჩაუდგა სათავეში.
„ფატიჰ კარაგუმრუკი“ 20 ქულით მე-16 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 2 ქულა აშორებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველომ ზაფხულში ერთი ძლიერი ტესტი დაგეგმა

გოგამ და სანდრომ 8-8 ქულა ჩააგდეს: ბითაძე ისევ ძირითადში იყო, მამუს დრო მოემატა