in

ბრიტანულ ტელევიზიაში ქალთა ფინალი ყველაზე ნახვადი მოვლენა გახდა

ბრიტანულ ტელევიზიაში ქალთა ფინალი ყველაზე ნახვადი მოვლენა გახდა

ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალი 17.4 მლნ ადამიანმა ნახა.

გადამწყვეტ მატჩში ინგლისელებმა გერმანიას 2:1 მოუგეს დამატებით დროში და ისტორიაში პირველად მოიგეს ტროფეი.

17.4 მილიონი მაყურებელი უყურებდა ამ შეხვედრას BBC-ზე, კიდევ 5.9 მლნ ნახვა დაფიქსირდა ამ არხის საიტზე.

ამრიგად, ინგლისი-გერმანიის ფინალი გახდა ბრიტანულ ტელევიზიაში ყველაზე პოპულარული თამაში ქალთა ფეხბურთში. მეტიც, ამ მომენტისთვის ეს წლის განმავლობაში ბრიტანულ ტელევიზიაში ყველაზე ნახვადი მოვლენაა.

მამაკაცების ევრო 2020-ის შარშანდელ ფინალს (ინგლისი-იტალია) პიკის დროს 30.95 მლნ ადამიანი უყურებდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მარტო ნიჭიერი ქართველი არ ეყოფა: ნაპოლის შეტევა მისახედი აქვს

გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელია… ლევანდოვსკი არა