in

ბრიტანულმა კომპანიამ ინგლისის ნაკრების 18000 მაისური დაამზადა, მაგრამ ვერ ყიდის, რადგან ინგლისმა მუნდიალი ვერ მოიგო

სასწაული ამბავია, “WHOLESALE CLEARENCE”-მა 18 000 ცალი მაისური დაამზადა წარწერებით: “ITS COMING HOME” და “WINNERS 2022”.

გათვლა ასეთია: ინგლისი ხდება ჩემპიონი და ეს კომპანია გვარიან ხეირს ნახულობს, რადგან თითო მაისურის ფასი 29.99 გირვანქაა, რაც დაახლოებით ნახევარ მილიონიან შემოსავალს ნიშნავს, თან თაიმინგიც იდეალური იქნებოდა, რადგან, სანამ სხვა კომპანიები დამზადებას დაიწყებდნენ, მათ უკვე მზად ექნებოდათ, თუმცა…

კომპანიის გენერალურმა დირექტორმა “ITV”-თან საუბარში ასეთი რამ თქვა:
“დარწმუნებულები ვიყავით, რომ ინგლისი ჩემპიონი გახდებოდა. ქალთა წარმატების შემდეგ მამაკაცთა დროც გვეგონა, მაგრამ, სამწუხაროდ ასე არ გამოვიდა. ჰო, ახლა ამ მაისურების სიმბოლურ ფასად გასხვისება მოგვიწევს”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რატომ ვერ გადავა ენდრიკი “რეალში” 2024 წლამდე?

მაიკლ ბი ჯორდანი “ბორნმუთის” მეწილე გახდა