in

ბრიტანელები ჩემპიონთა ლიგის ფინალის ინგლისში გადატანას ითხოვენ

დიდ ბრიტანეთში არ არიან დარწმუნებული ჩემპიონთა ლიგის ფინალის სტამბოლში გამართვის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. თურქეთში მაღალია კორონავირუსით დაავადებულთა მაჩვენებლები, ხოლო ინგლისელი დეპუტატები ფანების მასობრივ გამგზავრებას უსაფრთხოდ არ მიიჩნევენ.

მოგეხსენებათ, ფინალში ორი ინგლისური გუნდია გასული – „სიტი“ და „ჩელსი“. სწორედ ამის გამო მოუწოდებენ ინგლისელები უეფას თამაში „უემბლიზე“ ჩაატაროს.

ინგლისელი პარლამენტარები თვითიზოლაციის წესების დაცინვად აფასებენ 8 ათასი ადამიანის (ასეთია გულშემატკივრებისთვის გამოყოფილი ქვოტა) საზღვარგარეთ გამგზავრებას, მით უმეტეს თურქეთში, სადაც ვირუსით დაინფიცირების 12-ჯერ მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ვიდრე ბრიტანეთში.

ფინალზე 25 ათასი მაყურებელი იქნება: ფინალისტებს 4 ათასს აძლევენ

ლეიბორისტი დეპუტატი კლაივ ეფორდი აცახდებს, რომ ინგლისელი გულშემატკივრებისთვის თურქეთში გამგზავრების ნებართვა რისკია, რაზე წასვლა ამ ეტაპზე არ ღირს. მისი კოლეგა კევინ ბრენანი მიიჩნევს, რომ თამაში ბრიტანეთში („უემბლი“) უნდა გადმოიტანონ. „ვიცი, რომ ეს დარტყმა იქნება სტამბოლისთვის, მაგრამ ეს არსებითად უსაფრთხოა კორონავირუსის თვალსაზრისით“, – დაწერა ბრენანის Daily Mail-მა მოსაზრება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევრო 2020-ის ჰიმნი მარტინ გარიქსმა და U2-მ ჩაწერეს: პრემიერა რამდენიმე დღეში იქნება

პსჟ-მ მომავალი მესისთან ერთად დაგეგმა, მოურინიო ისევ ტოტენჰემისკენ აპარებს თვალს, ინგლისმა ვადები დათქვა – სატრანსფერო ამბები